Friday, May 13, 2011

არაფერით გამორჩეული დღე....

    საყვარელ, თბილ ლოგინში, მშვიდ სიზმრებს არაფერი ჯობია... უეცრად მაღვიძარა... დგები ისე რო მთელი გული საწოლსი გრჩები (დიდი სიამოვნებით მიაფურთხებდი სკოლას, ერთს შეიკურთხებოდი და გააგრძელებდი ძილს, თუმცა...) ყოველი დილა თითქოს ცხოვრების ახალი დასაწყისია, თავიდან იწყებ სიარულს, ჭამას, პირველი სიტყვები :დეეე, ყავა გამიკეთე რა!. სარკეში ჩახედვისას ჩვეულ შიშს განიცდი, როდესაც შენს თავს ხედავ, ამიტომ საწრაფოდ ივარცხნი თმას, იცვამ, ყავას სვამ და გარბიხარ სკოლაში.
    გაკვეთილი პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე გაკვეთილზე უკვე სული გეხუთება, ვეღარ სუნთქავ და ერთ ადგილზეც გიჭირს გაჩერება, ხოლო მეექვსეზე კი თავს იმით იმსვიდებ რომ "ცოტაც და დამთავრდება"
    სახლში მისვლისას ალბათ დამეთანხმებით არავინ ჯდება სამეცადინოდ სადილის შემდეგ! უფრო მეტიც მე სადილსაც კომპიუტერთან "მივირთმევ" და ზოგჯერ ვახშამსაც :-)) ნუ მისვლისთანავე თავს იმით ვიმართლებთ რომ "აუცილებელი საქმე" გვაქვს კომპიუტერში და სანამ კარტოფილის ასაღებით არ აგვაფხიკავენ სკამიდან (ალბათ ეს ყველასთვის ცუდი მომენტია!!:-)) )
     კომპიუტერთან განცდილი კრახის ( ან წარმატების ) შემდეგ ვიწყებთ მეცადინეობას, რომელიც პირადად ჩემს შემთხვევაში შვიდიდან ათ საათამდე გრძელდება..
     დღის დასასრულს კი რამე კარგ წიგნსა და სათამაშოს ჩავიყოლებთ სოგინში და.... ისევ ეს საშინელი მაღვიძარა.....
   

No comments:

Post a Comment